გვაქვს თუ არა პნევმატური იარაღის ტარების უფლება?!
პნევმატური იარაღის ტარების უფლება
ალბათ, თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც გაგვჩენია შემდეგი ტიპის შეკითხვა ,პნევმატური იარაღის და ე.წ. ,,სტარტოვკის“ (სასიგნალო იარაღის) ტარება აკრძალულია თუ არა? როგორც პნევმატური იარაღი, ისე ,,სტარტოვკა“ არის თავისუფალ მიმოქცევაში არსებული იარაღის სახე, მისი დეკრიმინალიზაცია გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ამ ტიპის იარაღის გამოყენება არ იწვევს ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას/სიკვდილს. მართალია ,ზემოაღნიშნული იარაღის ტარება დასაშვებია, თუმცა საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ პნევმატური იარაღის ტარებისთვის აუცილებლად წინაპირობად მიიჩნევს მის რეგისტრაციას საქართველოს შინაგან სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. რეგისტრაციის პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულია ჯარიმა 200 ლარის ოდენობით, ჯარიმის იდენტური ოდენობაა განსაზღვრული პნევამატური იარაღის დასახლებულ ადგილას გამოყენებისთვის,მიუხედავად იმისა, რეგისტრირებულია თუ არა იგი. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1821 მუხლი აწესებს ჯარიმას პნევმატური იარაღის დროულად რეგისტრაციის პირობებისა და მისი ტარების წესების დარღვევისათვის. მიუხედავად იმისა, რომ პნევამტურ იარაღთან დაკავშირებით კანონი აწესებს რეგისტრაციის სავალდებულოობას, ზოგიერთი სახის პნევმატური იარაღი არ ექვემდებარება რეგისტრაციას. ინფორმაცია კონკრეტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის სავალდებულოობის შესახებ უნდა გადამოწმდეს შსს-ში. რაც შეეხება ,,სტარტოვკას“ ამ ტიპის იარაღის რეგისტრაცია სავალდებულო არ არის და შესაბამისად, მისი ტარებაც ნებადართულია.
გარდა ზემოაღნიშნულისა მნიშვნელოვანია ინფორმირებული ვიყოთ ნებისმიერი რისკის შესახებ, რაც ამ ტიპის იარაღის ტარებას მოსდევს თან. მაგალითად, თუ პოლიციელი შენიშნავს,რომ რომ თქვენ ატარებთ იარაღის მსგავს კონსტრუქციას მას შეუძლია ჩამოგართვათ იარაღი, დალუქოს იგი და ასევე გადააგზავნოს ექსპერტიზაზე შემდეგი გარემობებეის დასადგენად 1) იარაღის ტიპი 2) იარაღის მონაცემთა შესაბამისობა კანონმდებლობასთან. თუ დადგინდება რომ თქვენი იარაღი შეესაბამება ყველა დაცულ სტანდარტს, ის უკან დაგიბრუნდებათ, მაგრამ საწინააღმდეგო ვითარებაში დაჯარიმდებით 500 ლარით და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ჩამოგერთმევათ იარაღი, მეტიც თუ თქვენი იარაღის სახეობა მკაცრად არის აკრძალული, წესის დარღვევამ შესაძლოა თქვენი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობაც გამოიწვიოს და საბოლოოდ ყველაფერი შინა პატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით დასრულდეს. პნევამატური იარაღის გარკვეულ სტანდართან შესაბამისობის დადგენისთვის ექსპერტს დასკვნის დასაწერად დაახლოებით ერთი კვირა მაინც სჭირდება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ იარაღის დაბრუნდებიდან 2-3 საათის გასვლის შემდეგ პოლიციელს კვლავ შეუძლია გაგაჩეროთ და ისევ ექსპერტიზაზე გაგზავნოს თქვენი იარაღი, აღნიშნული განპირობებულია იმით რომ პნევმატურ იარაღში ცვლილების ან მისი იმ ნაწილის დაზიანების შემთხვევაში რომელიც სიმძლავრეს აკავებს, პნევმატური იარაღი ხდება კანონსაწინააღმდეგო და შესაბამისად პოლიციელს შეუძლია კვლავ გაუჩნდეს ეჭვი თქვენი იარაღის კანონსაწინააღმდეგობასთან დაკავშირებით.
გარდა აღნიშნულისა, პრობლემურია ისიც, რომ პნევმატური იარაღის ყიდვისას შემძენს არავინ განუმარტავს მისი მოხმარების წესებს, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. საინტერესოა ერთი ტექნიკური დეტალიც, მაგალითად თუ პოლიციამ გაგაჩერათ და მოგთხოვათ იარაღის გადაცემა ექსპერტიზაზე გადასაგზავნად, იარაღის გადაცემის დროს ლულა არ უნდა მოაქციოთ პოლიციელის ან სხვა პირის მიმართულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციელი აღგიქვამთ თქვენ,როგორც საფრთხის წყაროდ, და მას უფლება აქვს გესროლოთ.
Comments
Post a Comment