ჩვილი გვარის გარეშე?
მშობელთა დავა ახალდაბადებულ ბავშვის გვართან დაკავშირებით
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს
სახელის და გვარის ქონის უფლება,თუმცა ეს უფლება უფრო მეტად ვალდებულებაა ,რადგან არ
არსებობს უსახელო ადამიანი, ასევე არ შეიძლება პირს ერქვას ციფრები ან სხვა ტიპის ამორალური სახელი. ახალშობილ ბავშვს მშობლები ურჩევენ
სახელსა და გვარს. ქართულ რეალობაში ბავშვს, როგორც წესი, მამის გვარი აქვს ,შესაბამისად ზოგმა დედამ არც
კი იცის, რომ კანონი მასაც ანიჭებს შვილისთვის საკუთარი გვარის მიცემის შესაძლებლობას.
ქართული კანონმდებლობით ბავშვის გვარი განისაზღვრება მშობელთა ურთიერშეთანხმებით, აღსანიშნავია
,რომ კანონმდებლობა არცერთი მშობლის გვარს არ ანიჭებს უპირატესობას, გაცილებით მარტივია
ბავშვის გვარის განსაზღვრა თუ მშობლებს იდენტური გვარი აქვთ, ამ დროს ბავშვს ენიჭება მშობელთა საერთო გვარი,
თუმცა საინტერესოა რა ხდება მაშინ როცა მშობლები ბავშვის გვართან დაკავშირებით ვერ
თანხმდებიან? ბავშვი გვარის გარეშე რჩება?! მამის გვარს
ხომ არ ენიჭება უპირატესობა?! საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ბავშვის გვართან
დაკავშირებით მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში,
ბავშვის გვარს ადგენს სასამართლო ,თუმცა აქ ჩნდება ერთი საინტერესო შეკითხვა, სასამართლოს
გადაწყვეტილების გამოტანამდე რა გვარის იქნება ბავშვი? საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს
,რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე
ბავშვს ენიჭება მშობელთა შეერთებული გვარი
(მაგ:გაბრიჭიძე-როგავა). თუ მშობელთა განქორწინება
სასამართლო წესით ხდება და დავობენ როგორც ბავშვის მიკუთვნებაზე ისე მის გვარზე, სასამართლო დიდი ალბათობით ბავშვს მიაკუთვნებს იმ
მშობლის გვარს,რომელთანაც იგი საცხოვრებლად დარჩება. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მშობლები სასამართლო წესით არ წყვეტენ ქორწინებას,თუმცა
დავობენ ბავშვის გვარის მიკუთვნებასთან დაკავშირებით,სასამართლო ,როგორც წესი ბავშვს
მშობელთა შეერთებულ გვარს ანიჭებს. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ბავშვის მშობლებიდან ერთ-ერთის
გვარი შედგება ორი გვარის შეერთებისგან, (მაგ:გაბრიჭიძე-როგავა) ბავშვს ენიჭება დედის გვარი. შესაბამისად აქედან შეიძლება იმ დასკვნის
გამოტანა, რომ კანონმდებლობა ამ კუთხით დედას
გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს.
Comments
Post a Comment