ჭკვიანური ქორწინება?

როგორ უნდა მოიქცეთ თუ გსურთ, რომ განქორწინების შემდეგ თქვენი და თქვენი მეუღლის ქონება თანაბრად არ განაწილდეს?!

 


      


განქორწინება წარმოადგენს მეუღლეებს შორის ქორწინების შეწყვეტის საფუძველს. განქორწინების გარდა, ქორწინება შეიძლება ასევე შეწყდეს ასევე ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალებით, კანონით დადგენილი წესით ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადებით. განქორწინება შეიძლება განხორციელდეს როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისსამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის (შემდგომში - სააგენტოს ტერიტორიული სამსახური) მიერ, ასევე სასამართლოს მეშვეობითაც. თუ მეუღლეებს შორის არ არსებობს დავა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების (თანასაკუთრების) გაყოფის, ალიმენტის გადახდის, ასევე მშობლების განქორწინების შემდეგ შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე, განქორწინება ხდება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში, განმცხადებლების სურვილისამებრ. ამ ორგანოში განქორწინება ხდება მეუღლეთა მიერ განქორწინების შესახებ განცხადების შეტანის დღიდან 15 კალენდარული დღის გასვლისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს ერთ-ერთი მეუღლის სიცოცხლისათვის რეალური საფრთხე ან სხვა მსგავსი გარემოებები. მეუღლეები ამ დროს ვალდებულნი არიან, რომ განქორწინების შესახებ განცხადებაში დაადასტურონ ურთიერთთანხმობა. საყურადღებოა ისიც, რომ განქორწინება შეიძლება მოხდეს ერთ-ერთი ან ორივე მეუღლის დაუსწრებლად, თუ მათ საპატიო მიზეზით არ შეუძლიათ გამოცხადება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში და თუ მათი სახელით წარდგენილია სათანადოდ დამოწმებული განცხადება, განქორწინებაზე მათი თანხმობის დასადასტურებლად. ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

       სამოქალაქო კოდექსის თანახმად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ განქორწინების შემდეგ, როგორც წესი, მეუღლეთა თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონება ნაწილდება თანაბრად. თუმცა საერთო საკუთრებაში არ ითვლება ის ქონება, რომელიც  1) თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე (იგულისხმება რეგისტრირებული ქორწინება) 2) ქონება,რომელიც ერთ-ერთმა მათგანმა მიიღო მემკვიდრეობით ან ჩუქებით. სხვა შემთხვებში მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება იყოფა თანაბრად. თუმცა საინტერესოა რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ქონება თანაბრად არ გაიყოს, ამ მიზნით მეუღლეებს შეუძლიათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება და მათ ამის გაკეთება შეუძლიათ, როგორც ქორწინების პერიოდში, ისე განქორწინებისას.საქორწინო ხელშეკრულები აუცილებლად წერილობითი ფორმით იდება და დასტურდება სანოტარო წესით

სრულიად ბუნებრივია ასევე ისიც, რომ მხარეებმა ჯერ დადონ საქორწინო ხელშეკრულება და მხოლოდ ამის შემდეგ იქორწინონ ამ შემთხვევაში ხელშეკრულება ძალაში შედის ქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ საქორწინო ხელშეკრულებით დგინდება  მხოლოდ ქონებრივი უფლება-მოვალეობები, რაც იმას ნიშნავს, რომ მეუღლეების საქორწინო ხელშეკრულებით ვერ  შეცვლიან მეუღლეთა ურთიერთრჩენის ვალდებულებას, ასევე მშობლების უფლება-მოვალეობებს შვილების მიმართ, საალიმენტო ვალდებულებებს,ხელშეკრულების მხაარებს ასევე არ შეუძლიათ ხელშეკრულებით დაადგინონ, რომ დავის შემთხვევაში, რომელიმე მათგანი მოკლებული იქნება სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას.თუმცასრულიად ბუნებრივია ისიც, რომ ერთ-ერთმა მეუღლემ მის მიერ დაწესებული ხელშეკრულების პირობებით სრულიად არახელსაყრელ პირობებში ჩააყენოს მეორე მეუღლე, ამ შემთხვევაში თუ დაინტერესებული მეუღლე მიმართავს სასამართლოს და თუ სასამართლო დაადგენს, რომ კონკრეტული ხელშეკრულების პირობა ან პირობები მას ცალსახად არახელსაყრელ პიობებში აყენებს, მეორე მეუღლესთან შედარებით,მაშინ სასამართლოს შეუძლია ამ პირობების შეცვლა ან გაუქმება. საინტერესოა, ასევე საქორწინო ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხიც, კერძოდ იგი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს ან შეწყდეს, თუმცა მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, ერთ-ერთი მეუღლის უარი საქორწინო ხელშეკრულების შეწყვეტაზე დაუშვებელია და იგი არ იწვევს ხელშეკრულების შეწყვეტას. საქორწინო ხელშეკრულება ასევე  წყდება მაშინაც, როდესაც მეუღლეები განქორწინდებიან.

 


Comments

Popular posts from this blog

გვაქვს თუ არა პნევმატური იარაღის ტარების უფლება?!

ჩვილი გვარის გარეშე?

სამართალდარღვევა, რომელიც ერთხელ მაინც ჩაგვიდენია