Posts

შრომითი ურთიერთობების მასობრივი შეჩერება პანდემიის დროს

Image
                   შრომითი ურთიერთობების მასობრივი შეჩერება პანდემიის დროს      მოგეხსენებათ,რომ საქართველოში 2020 წლის 21 მარტს პრეზიდენტის დეკრეტით გამოცხადდა საგანგებო მდგომარობა.   ამასთან საქართველოს მთავრობის   2020 წლის 23 მარტის #181 დადგენილებით დაწესდა მკაცრი შეზღუდვები სოციალური დისტანცირების კუთხით,შესაბამისად ამან გამოიწვია ის, რომ ზოგიერთმა იურიდიულმა პირმა დაიწყო შრომითი ურთიერთობების მასობრივი შეჩერება დასაქმებულებთან. ფაქტობრივად,შრომითი ურთირთობების შეჩერების რეალური საფუძველი იყო პანდემია თუმცა რაც შეეხება სამართლებრივ საფუძველს, შრომის კოდექსის 36- მუხლში სადაც წერია შრომითი ურთიერთობების შეჩერების საფუძვლები, ზემოაღნიშნულ საფუძველზე არაფერია ნახსენები, შესაბამისად რა შედეგამდე მიგვიყვანა ამ მოცემულობამ ? რეალურად მოხდა შრომით კოდექსზე გვერდის ავლა ამ შემთხვევისთვის და დადგა სამოქალაქო კოდექსის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევა. თუმცა, აქ ყველაზე საინტერესოა ის ფაქტი აქვთ თუ არა სამსახურიდა...

ჭკვიანური ქორწინება?

Image
როგორ უნდა მოიქცეთ თუ გსურთ , რომ განქორწინების შემდეგ თქვენი და თქვენი მეუღლის ქონება თანაბრად არ განაწილდეს ?!           განქორწინება წარმოადგენს მეუღლეებს შორის ქორწინების შეწყვეტის საფუძველს . განქორწინების გარდა , ქორწინება შეიძლება ასევე შეწყდეს ასევე ერთ - ერთი მეუღლის გარდაცვალებით , კანონით დადგენილი წესით ერთ - ერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადებით . განქორწინება შეიძლება განხორციელდეს როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ( შემდგომში - სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ) მიერ , ასევე სასამართლოს მეშვეობითაც . თუ მეუღლეებს შორის არ არსებობს დავა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების ( თანასაკუთრების ) გაყოფის , ალიმენტის გადახდის , ასევე მშობლების განქორწინების შემდეგ შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე , განქორწინება ხდება სააგ...

სამართალდარღვევა, რომელიც ერთხელ მაინც ჩაგვიდენია

Image
სამართალდარღვევა, რომელიც   ერთხელ მაინც ჩაგვიდენია...     ალბათ,თითოეულ  ჩვენგანს ერთხელ მაინც გამოგვიყენებია კონკრეტული პიროტექნიკური ნაკეთობა სასიხარულო ამბის აღსანიშნავად.  პიროტექნიკურ ნაკეთობაში იგულისხმება საახალწლო ასაფეთქებელი ნივთიერებები, ფოიერვერკი, სასცენო ეფექტების შესაქმნელად გამოყენებული სინათლე კვამლი და ხმაურის გამომწვევი საშუალებანი(აქ არ იგულისხმება განათების აპარატურა)  მათ შორის ეგრეთ წოდებული ,,შაშხანები“ თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება ღამის საათებში, გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა, წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  თანახმად ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა – 500 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში იმავე ქმედების მეორედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა – გამოიწვევს ფიზიკურ...

ჩვილი გვარის გარეშე?

Image
  მშობელთა დავა ახალდაბადებულ ბავშვის გვართან დაკავშირებით                  საქართველოს   სამოქალაქო   კოდექსის   მე -17   მუხლის   პირველი   ნაწილის   მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს სახელის და გვარის ქონის უფლება,თუმცა ეს უფლება უფრო მეტად ვალდებულებაა ,რადგან არ არსებობს უსახელო ადამიანი, ასევე არ შეიძლება პირს ერქვას ციფრები ან სხვა ტიპის   ამორალური სახელი. ახალშობილ ბავშვს მშობლები ურჩევენ სახელსა და გვარს. ქართულ რეალობაში ბავშვს, როგორც წესი,   მამის გვარი აქვს ,შესაბამისად ზოგმა დედამ არც კი იცის, რომ კანონი მასაც ანიჭებს შვილისთვის საკუთარი გვარის მიცემის შესაძლებლობას. ქართული კანონმდებლობით ბავშვის გვარი განისაზღვრება მშობელთა ურთიერშეთანხმებით, აღსანიშნავია ,რომ კანონმდებლობა არცერთი მშობლის გვარს არ ანიჭებს უპირატესობას, გაცილებით მარტივია ბავშვის გვარის განსაზღვრა თუ მშობლებს იდენტური გვარი   აქვთ, ამ დროს ბავშვს ენიჭება მშობელთა საერთო გვარი, თუმცა საინტერესოა რა ხდე...

გვაქვს თუ არა პნევმატური იარაღის ტარების უფლება?!

Image
   პნევმატური იარაღის ტარების უფლება      ალბათ, თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც გაგვჩენია შემდეგი ტიპის შეკითხვა ,პნევმატური იარაღის და ე.წ. ,,სტარტოვკის“ (სასიგნალო იარაღის) ტარება აკრძალულია თუ არა? როგორც პნევმატური იარაღი, ისე ,,სტარტოვკა“ არის თავისუფალ მიმოქცევაში არსებული იარაღის სახე,    მისი დეკრიმინალიზაცია გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ამ ტიპის      იარაღის გამოყენება არ იწვევს ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას/სიკვდილს. მართალია ,ზემოაღნიშნული იარაღის    ტარება დასაშვებია, თუმცა საქართველოს კანონი    „იარაღის შესახებ“    პნევმატური იარაღის ტარებისთვის აუცილებლად წინაპირობად მიიჩნევს მის რეგისტრაციას საქართველოს შინაგან სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. რეგისტრაციის პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულია ჯარიმა 200 ლარის ოდენობით, ჯარიმის იდენტური ოდენობაა განსაზღვრული პნევამატური იარაღის დასახლებულ ადგილას გამოყენებისთვის,...

რატომ ჯობს ავარიისას პატრულის გამოძახებას,,ჯიგრულად“ მოგვარება?!

Image
რატომ ჯობს ავარიისას პატრულის გამოძახებას,,ჯიგრულად“   მოგვარება?!           საქართველოში ავტოავარიები თითქმის ყოველდღე ხდება. ძნელად თუ მოიძებნება ქვეყანაში ადამიანი, რომელსაც თუნდაც ერთხელ მაინც   არ მოსვლია ავტოსაგზაოსაგზაო შემთხვევა. იმ შემთხვევაში თუ   თავად ჩვენ არ შეგვმთხვევია ავარია,   ჩვენი მეგობარი, ახლობელი ან თუნდაც ნათესავი მაინც დამდგარა ამ პრობლემის წინაშე. ამ სტატიაში შევეხებით ავტოსაგზაო შემთხვევების ისეთ შემთხვევებს, რომლის დროსაც ზიანი ადგება მხოლოდ ავტომობილებს და არა მძღოლს, მგზავრებს ან ნებისმიერ სხვა ადამიანს. აღნიშნული საკითხი სხვა სახის მსჯელობას მოითხოვს და დაინტერესების შემთხვევაში ამაზეც შეგვიძლია   ინფორმაციის მოწოდება.             ქართულ რეალობაში ავტოსაგზაო შემთხვევისას პრობლემის ესკალაციის ყველაზე პოპულარული მიმართულებაა საქმის ,,ჯიგრულად“ მოგვარება, რადგან ყველამ იცის,   რომ ,,თუ   პატრული შემთხვევის ადგილას მივიდა, ყ...